გაყიდვების კონსულტანტი
ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, საავტომობილო ინდუსტრიაში, საერთაშორისო კომპანიისთვის "Georgia Energy Cars".
"Georgia Energy Cars" - ახალი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების კომპანია არის წამყვანი გლობალური ბრენდების, როგორიცაა Work stuff, Greenchem, Car Gods, CWORKS, და HPX ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს თბილისში შოურუმისთვის და სრული ლოჯისტიკური ჯაჭვის მართვას. ასევე ავტომობილების დისტრიბუციას/ექსპორტს ბულგარეთში, პირდაპირ გაყიდვებს, ინდივიდუალურ შეკვეთებს და წარმომადგენლობას ბულგარელი კლიენტებისთვის, მომსახურების მართვით თბილისიდან. თბილისში განლაგდება შოურუმი სატესტო მართვის ზონით, მომსახურებისა და მომზადების სივრცით.
დამატებითი ინფორმაცია https://www.autowarelab.com/
სამუშაო ადგილი: თბილისი,
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 Gel + ბონუსი გაყიდული ავტომობილების რაოდენობის მიხედვით.
KPIs/Goals: თვეში დახურული გარიგებების რაოდენობა, თითო გარიგებაზე საშუალო მოგების მარჟა, Test-drive ის მაჩვენებლით.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მიღება შოურუმში და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** ავტომობილების მახასიათებლებისა და უპირატესობების ეფექტურად წარდგენა;
** სატესტო მართვის ორგანიზება და პროცესის უსაფრთხო მართვა;
** გაყიდვის პროცესის სრული მართვა, ფასის შეთავაზებიდან კონტრაქტის გაფორმებამდე;
** ფინანსური პირობებისა და დაფინანსების ვარიანტების ახსნა კლიენტისთვის;
** გაყიდვის შემდგომი კომუნიკაციის შენარჩუნება და კლიენტთა კმაყოფილების უზრუნველყოფა;
** CRM სისტემაში მუშაობა: ლიდების მართვა, სტატუსების განახლება და ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის სტანდარტების, ეთიკის და მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საავტომობილო ბიზნესში B2C გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკების უნარები;
** პროდუქტის ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, კონტრაქტებისა და დაფინანსების პროცესის ცოდნა;
** ძლიერი საკომუნიკაციო უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** პროაქტიურობა, კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** უნარი, შექმნას ნდობა და მართოს კლიენტის მოლოდინები;
** პოზიტიური ენერგია და შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია "STREAM"-ის (http://www.thestream.ge) რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს