რეგისტრატორი
MMT ჰოსპიტალი - პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიური ცენტრი http://www.mmt.ge აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკაში მოსული პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდება, ადრესაცია;
** პაციენტის შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტის ბარათის შევსება;
** გახსნილი ამბულატორიული ბარათების რეგისტრაციის არქივში დაარქივება;
** წარმოშობილი რიგების მართვა;
** პრობლემური სიტუაციების მართვა;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება;
კვალიფიკაცია და მოთხოვნები უნარ-ჩვევებზე:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია აზერბაიჯანული და რუსული ენების ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი:
** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე აპლიკანტს.
** შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chalagashvilineli@gmail.com ან დაგვიკავშირდით 551871919. თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება საპირისპირო შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს