დისტრიბუტორი
შპს "კომპანია ორბიტა", არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 2004 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://WWW.ORBITA.GE
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის, მისი რეალიზაციის მიზნით;
** სარეალიზაციო საქონლის გადატანა და რეალიზაციის განმახორციელებელი პირების გადაადგილება განსაზღვრული მარშრუტით;
** შეკვეთილი პროდუქციის საწყობიდან მითვლა და სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა და სახეობის მიხედვით მისი მიწოდება;
** ავტომობილის ექსპლუატაციისა და კანონმდებლობით დადგენილი მოძრაობის წესების დაცვა;
** პროდუქციის მახასიათებლის ცოდნა;
** სამართავად გადაცემული ავტომობილის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამსაქმებლის ხარჯებით ავტომობილის აღჭურვა საწვავ-საპოხი მასალით;
** ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლისას დამსაქმებლის დროულად ინფორმირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კოორდინირება;
** მენეჯერის მოთხოვნის შემთხვევაში გაწეული სამუშაოს შესახებ წერილობითი ან ზეპირი ანგარიშის წარდგენა;
** ობიექტებიდან თანხის ამოღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია (პრიორიტეტულია C კატეგორია);
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება და თბილისის უბნების ცოდნა;
** მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება.
ხელფასი: ხელფასი-ფიქსირებული ხელზე ასაღები (NET) 1300 ლარი + ბონუსი.
პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: m.beridze@orbita.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დისტრიბუტორი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან/და დაუკავშირდით საკონტაქტო პირს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.
საკონტაქტო პირი: მუხრან ბერიძე (ტელ: 577 082000)
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტას" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს