სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
სამუშაო საათები: ორშ.-პარ., 10:00-19:00;
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათთან აქტიური კომუნიკაცია;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
** ფასების, მიწოდების პირობებისა და კონტრაქტების დეტალების შეთანხმება;
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტების ანალიზი;
** კლიენტების საჭიროებების ანალიზი და ინდივიდუალური პორტფელების შექმნა;
** ყოველთვიური და კვარტალური გეგმების შედგენა, შესრულება და რეპორტინგი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
** CRM სისტემაში ინფორმაციის მუდმივი განახლება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა, მარკეტინგი ან მომიჯნავე სფერო);
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (სასურველია ენერგეტიკის, საწვავის, სამრეწველო პროდუქციის ან მსგავს სფეროში);
** ფინანსური პირობების ანალიზისა და კომერციული წინადადებების შედგენის უნარი;
** მოლაპარაკების ფლობის მაღალი ტექნიკა და დარწმუნების შესაძლებლობა;
** თვითორგანიზება და დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** MS Office პროგრამების თავისუფლად ფლობა;
** ინგლისური ენის ფლობა (B2-C1);
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა.
** სასურველია: ბიზნეს გარემოს ცოდნა; ფართო საქმიანი კონტაქტები; მართვის მოწმობა - კატეგორია B.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი, სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი
გთხოვთ, მხოლოდ იმ დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომლებსაც გააჩნიათ ვაკანსიაში მითითებული ფუნქცია-მოვალეობების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს