იურისტი

კომპანია: Gold Way Group

გამოქვეყნების თარიღი: Oct 07

დასრულების ვადა: Nov 06

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: თბილისი

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

https://goldway.com.ge/
https://www.facebook.com/goldwayco

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი
ანაზღაურება: 1800-2000₾ (Net) კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** იურიდიულ სფეროში მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)
** საერთაშორისო გადაზიდვების მარეგულირებელი კონვენციების ცოდნა;
** საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმისწარმოების გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული შინაარსის წერილობითი კორესპონდენციის მომზადება;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** კომპანიის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა;
** კომპანიის უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეებით;
** კომპანიის სახელით იურიდიული შინაარსის მოლაპარაკებების წარმოება სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან;
** კომპანიის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში;
** წარმომადგენლობა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში;
** წარმომადგენლობა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში;
** კომპანიის ხელმძღვანელის მიერ, თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის ამოცანების/დავალებების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა
** Fitpass
** კორპორატიული ნომერი
** თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) https://buildsmart.ge/job-apply/iuristi/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან შემდეგ ელ. მისამართზე: Hello@goldway.com.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: იურისტი.

ველით თქვენს განაცხადს და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - იურისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...