ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "უნისონი", რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით ეძებს ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი.
პოზიცია: ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: 3000 - 4500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + საკომისიო გაყიდვებიდან + ბონუსი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების პირადი გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
** სტრატეგიულად მნიშვნელოვან და მსხვილ კლიენტებთან მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება.
** პოტენციური კლიენტების სეგმენტაცია და მათზე გაფართოება.
** პოტენციური გაყიდვების არხების (მაგ. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები, დეველოპერული კომპანიები, სატელეკომუნიკაციო ოპერატორები, მსხვილი სამრეწველო საწარმოები) იდენტიფიცირება, თანამშრომლობის მიზნით მოლაპარაკებების წარმართვა და საჭიროებების განსაზღვრა, გაყიდვების წარმოება.
** აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ანდერაიტინგისა და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიენტებისთვის შეთავაზებული პირობების კომპანიის რისკის პოლიტიკასთან შესაბამისობა.
** ჯვარედინი გაყიდვების პროცესის წარმოება.
** ინფორმაციის რეგულარული შეტანა CRM სისტემაში, გაყიდვების აქტივობების აღრიცხვა და ფაიფლაინში არსებული ინფორმაციის რეგულარული განახლება.
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველთვიური/კვარტალური/წლიური რეპორტების მომზადება ჯგუფის უფროსისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება B2B და კორპორატიულ გაყიდვებში, მათ შორის მსხვილ კლიენტებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სტრატეგიულ კლიენტებთან მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმოებისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების პრაქტიკული გამოცდილება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მონაცემების რეგულარული განახლებისა და რეპორტინგის ჩათვლით);
** ჯვარედინი გაყიდვების ორგანიზებისა და მართვის გამოცდილება;
** ძლიერი პრეზენტაციის, მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე (რუსული სასურველია);
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** საოფისე პროგრამებისა და ბიზნეს-ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა (MS Office, Excel - მაღალი დონე).
დამატებითი მოთხოვნები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ვიპ და სტრატეგიული გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს