ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
შპს "AWARD" აცხადებს ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.
სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ხელფასი: ხელზე 1800 ლარი (საპენსიოს გამოკლებით)
კომპანიის შესახებ:
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ხელშეკრულებების, დამატებითი შეთანხმებების, მიმოწერისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ციფრული მონაცემების დამუშავება (Excel-ანგარიშები, რაოდენობრივი გათვლები, ბიუჯეტების შედგენა);
** ტექნიკური სამსახურის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებში;
** სუბკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
** ხელმძღვანელობისთვის სამართლებრივი და რაოდენობრივი ინფორმაციის დროული მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიულ ან საინჟინრო/მშენებლობის მიმართულებით;
** მიღება-ჩაბარების აქტებზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული უნარები ციფრებთან და რაოდენობრივ მონაცემებთან (MS Excel სავალდებულოა);
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/11/2025.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს