ტენდერების მენეჯერი

კომპანია: Award

გამოქვეყნების თარიღი: Oct 02

დასრულების ვადა: Nov 02

ხელფასი: 2200

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "AWARD" აცხადებს ტენდერების მენეჯერის ვაკანსიას.

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ხელფასი: ხელზე 2200 ლარი (საპენსიოს გამოკლებით)

კომპანიის შესახებ:

კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

მოვალეობები:

** სახელმწიფო და კერძო ტენდერების მონიტორინგი, შესაბამისი პლატფორმებისა და ბაზრების ანალიზი;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, კორექტირება და წარდგენა;
** სამართლებრივი და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი მოქმედ კანონმდებლობასთან;
** მოლაპარაკებების წარმოება დამკვეთებთან და პარტნიორებთან;
** ტენდერის პროცესის კოორდინაცია შიდა გუნდებთან (იურიდიული, ფინანსური, ტექნიკური დეპარტამენტები);
** ტენდერის შედეგების ანალიზი და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა ან შესაბამისი სფერო);
** ტენდერების მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს ტენდერების კანონისა და რეგულაციების ცოდნა;
** შესანიშნავი კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია ასევე სატენდერო ელექტრონული სისტემების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 02/11/2025.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ტენდერების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...