ბუღალტრის დამხმარე

კომპანია: G&A Group

გამოქვეყნების თარიღი: Oct 02

დასრულების ვადა: Nov 02

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

"G&A Group" არის სწრაფად მზარდი, ერთ-ერთი წამყვანი ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ვამზადებთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ვაწვდით მას ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ასევე აქვს ფართომასშტაბიანი სამაცივრე საწყობი.

მდებარეობა - დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი - სრული
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
ანაზღაურება 1000 ₾ (1500 მდე მზარდი პერსპექტივით)

სამუშაოს აღწერა:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** სალაროს და ბანკის ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი; შედარების აქტების გაფორმება და დაარქივება
** ინვენტარიზაციაზე მონაწილეობის მიღება
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება
** განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Word, Excel, Outlook);

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტრის დამხმარე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...