რესტორნის მენეჯერი
რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა:
** რესტორნის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
** ხარჯების ოპტიმიზაცია;
** გეგმიური ინვენტარიზაციის წარმოება და ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია რესტორნის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზეც;
** უმაღლესი განათლება.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდის მართვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "რესტორნის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს