ხარისხის მართვის მენეჯერი
რესტორნების ქსელი "სტრადა" და "ორო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ხარისხის მართვის სისტემების (HACCP) დანერგვა, განვითარება და მონიტორინგი;
** პროცესებისა და პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი დადგენილ სტანდარტებთან;
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება;
** დოკუმენტაციის წარმოება: ხარისხის პოლიტიკა, პროცედურები, ინსტრუქციები, ანგარიშები;
** თანამშრომლების კონსულტაცია და ტრენინგი ხარისხის სტანდარტების საკითხებზე;
** პრობლემური შემთხვევების ანალიზი და პრევენციული/გამოსასწორებელი ღონისძიებების შემუშავება;
** ხარისხის მაჩვენებლების რეგულარული მონიტორინგი და შედეგების ხელმძღვანელობასთან გაზიარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია შესაბამისი უმაღლესი განათლება: კვების ტექნოლოგიის კუთხით.
რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "ხარისხის მართვის მენეჯერი".
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს