ბარისტა

კომპანია: სასტუმრო Ibis Styles Old Tbilisi

გამოქვეყნების თარიღი: Oct 02

დასრულების ვადა: Nov 01

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ibis Styles Old Tbilisi" Accor -ის ჯგუფის დიდი ოჯახის ახალი წევრია, რომელიც მდებარეობს თბილისის გულში, გარშემორტყმულია არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

სასტუმროს აქვს 67 განსაკუთრებული, ქართული ანბანის თემატიკაზე აგებული დიზაინის ნომერი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს სტუმრებზე.

მისამართი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ.N 39

სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში;
** ჩვენ ქსელურ ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული ტექნიკის გამოყენებით სასმელების მომზადება: სხვადასხვა ტიპის ყავის, ჩაის და სხვა..
** ეფექტური, მეგობრული და პროფესიონალური სერვისის გაწევა ყველა სტუმრისთვის
** მომხმარებლის მომსახურება: თბილი დახვედრა, შეკვეთების მიღება, მენიუს შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა და პერსონალიზებული რეკომენდაციების მიცემა.
** მსუბუქი წასახემსებლების, დესერტების ან სენდვიჩების მიწოდება, მათი სწორად წარმოდგენისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.
** ყავის კუთხის, სასადილო სივრცის და აღჭურვილობის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
** ინვენტარის მართვა: ყავის მასალების, ინგრედიენტებისა და საჭირო ნივთების მდგომარეობის კონტროლი და მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის.
** სალაროს მართვა, გადახდების სწორად მიღება და გაუმართავი ანგარიშსწორების პროცესების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/СV შემდეგ ელ.მისამართზე: hb9k7-hr@accor.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სასტუმრო "ibis Styles Old Tbilisi"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-ში შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi "-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სასტუმრო " ibis Styles Old Tbilisi"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბარისტა

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...