დეკანის მოადგილე

კომპანია: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი

გამოქვეყნების თარიღი: Oct 02

დასრულების ვადა: Nov 02

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სასწავლო უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას დეკანის მოადგილის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ბათუმი (ფრიდონ ხალვაშის ქ. N237)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებია:

** სკოლის სასწავლო პროცესის მართვაზე, სტუდენტთა აკადემიურ კონსულტირებაზე და კლინიკური პრაქტიკის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პერსონალის ხელმძღვანელობა. სასწავლო პროცესის მენეჯერების, მენტორების და ტუტორების საქმიანობის ზედამხედველობა, მონიტორინგი, ყოველკვირეული ანგარიშის ჩაბარება;
** ტუტორებისა და მენტორების სემესტრული ანგარიშების მოგროვება, საერთო ანგარიშის მომზადება და სკოლის საბჭოზე წარდგენა;
** საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების და სტუდენტების რაოდენობის შესაბამისად, სემესტრული დატვირთვის რაოდენობის განსაზღვრა პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით. დატვირთვის დოკუმენტის მომზადება და დეკანისთვის წარდგენა;
** სასწავლო ცხრილების შედგენისა და სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში ასახვის პროცესის ზედამხედველობა;
** სასწავლო პროცესის და კლინიკური პრაქტიკის სასწავლო ცხრილის შესაბამისად წარმართვის მონიტორინგი, ჩატარებული, გაცდენილი და აღდგენილი მეცადინეობების შესახებ ანგარიშის მომზადება და დეკანისთვის წარდგენა;
** კლინიკებისათვის კლინიკურ პრაქტიკაში ჩართული პერსონალისა და სტუდენტთა ჯგუფების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** აკადემიური მოსწრების შედეგების ელექტრონულ სისტემაში დროულად ასახვის შესახებ ტუტორებისგან ანგარიშის ჩაბარება და ერთიანი ანგარიშის მომზადება;
** სტუდენტებისათვის ცნობებისა და ინფორმაციის (სასწავლო ბარათი, აკადემიური მოსწრების შესახებ/აკადემიური რეგისტრაციის შესახებ) გაცემის მონიტორინგი;
** საგამოცდო სესიების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად დიპლომის დანართების მომზადება;
** სტუდენტთა განაცხადების განხილვა და პასუხის გაცემა;
** აკადემიური პერსონალის საუდიტორიო დატვირთვის მონიტორინგი, ანგარიშის მომზადება და დეკანისთვის წარდგენა;
** აკადემიური პერსონალისგან არასაუდიტორიო დატვირთვის გეგმებისა და შესრულების შესახებ ინფორმაციის მოგროვება;
** მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახული აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ რეალურად ჩატარებული საათების შედარება და ადამიანური მართვის სამსახურის უფროსისთვის მიწოდება;
** სკოლის საბჭოს სხდომების ორგანიზება, ოქმების მოგროვება და შენახვა;
** სტუდენტებთან, მოწვეულ, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება;
** პარტნიორი კლინიკებისა და უნივერსიტეტების ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შეფასებაში მონაწილეობა;
** ტუტორების მიერ მოწოდებული ანგარიშების საფუძველზე, სტუდენტთა სარეიტინგო და აკადემიური მოსწრების ანალიზის განხორციელება;
** კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებისა და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, სკოლის ფარგლებში დისციპლინის დარღვევებზე რეაგირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტის აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში ჩართულობა

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლება (მაგისტრის, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, მედიცინის, ჯანდაცვის, ბიომედიცინის, ან საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია) მეცნიერებათა მიმართულებით;
** პროფესორის ან ასოცირებული-პროფესორის აკადემიური თანამდებობა სასწავლო უნივერსიტეტში;
** უმაღლეს საგანმანათლებლო მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო-პედაგოგიური არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (არაუმცირეს B2 დონისა);
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** საგანმანათლებლო სფეროში (უმაღლესი განათლების მიმართულებით) არსებული ნორმატიული აქტების ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@bauinternational.edu.ge.

აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2025 წლის 1 ნოემბრამდე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დეკანის მოადგილე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...