ადმინისტრატორი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის გუნდში!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ვაკანსია: ადმინისტრატორი
ძირითადი მოვალეობები:
** ბიზნეს კლიენტების ფინანსური დოკუმენტაციის შეგროვება და წაკითხვა.
** ბიზნეს კლიენტების ფინანსურ მენეჯერებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და აქტიური კომუნიკაცია.
** დადგენილ ვადებში კლიენტის დოკუმენტაციის მომზადება ფინანსური ანალიზისთვის.
** ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა და აქტიური კომუნიკაცია.
** ბიზნეს კლიენტებთან დაკავშირებულია სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
** ფილიალის ბიზნეს კლიენტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების კონტროლი და შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენი იდეალური კანდიდატი:
** ორგანიზებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლიანი
** სწრაფად ათვისების უნარი
** კონსულტაციის გაწევის და კლიენტთან მოლაპარაკების უნარი
** მოტივირებული
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "ადმინისტრატორი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19/10/2025
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22
geo.info@procredit-group.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს