კონსულტანტი

კომპანია: ბენეტ უნივერსალ

გამოქვეყნების თარიღი: Oct 02

დასრულების ვადა: Nov 02

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ბენეტ უნივერსალი" (http://www.benet.ge) (სამშენებლო/სარემონტო მასალების და ინსტრუმენტების მაღაზია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, პაატა დათუაშვილის ქ. #21 (ყოფილი ბესარიონ ჟღენტის ქუჩა).
სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (9:30-19:00 სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი, შედეგების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** მენეჯერის დავალებების და მითითებების შესრულება;
** სააღრიცხვო პროცესებში მონაწილეობა - სალაროსა და ფულადი ოპერაციები, საქონლის აღწერის პროცესი და სხვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მხარდაჭერა, არსებული პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უზრუნველსაყოფად;
** მაღაზიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** რაპორტინგი.

პროფესიული მახასიათებლები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია ტექნიკური განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel);
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პრეზენტაბელურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: company.benet@gmail.com

გთხოვთ წერილში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა არის 30.10.25.

პარალელურად განხორციელდება შემოსული განაცხადების განხილვა.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...