მიმტანის დამხმარე/რანერი
იტალიური რესტორანი "IL Ghiottone" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარე/რანერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ირაკლი აბაშიძის 39 ნომერში.
გრაფიკი: კვირაში 2 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 900 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მზა კერძების დროული და უსაფრთხო გადატანა სამზარეულოდან (ქვედა სივრციდან) დარბაზში (ზედა სივრცეში)
** შეკვეთების სიზუსტის შემოწმება გატანის წინ
** სამზარეულოსა და მიმტანების გუნდს შორის კოორდინაცია
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა სამუშაო სივრცეში
** საჭიროების შემთხვევაში სამზარეულოს პერსონალის დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: ilghiattonehr@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ილ გიატონე" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია . პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს