მიმღების ადმინისტრატორი

კომპანია: Format Fit

გამოქვეყნების თარიღი: Oct 01

დასრულების ვადა: Nov 01

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Format Fit" ეძებს მიმღების ადმინისტრატორს!

გიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, ხარ ენერგიული და გიმხიარულებს სპორტული გარემო? მაშინ ჩვენი გუნდი სწორედ შენ გელოდება!

რას გააკეთებ:

** სტუმრების მიღება და მათთვის ჩვენი სერვისების გაცნობა;
** ანგარიშსწორებების წარმოება და სისტემაში ასახვა;
** ჯგუფურ ვარჯიშებზე ჩაწერა;
** ზარებსა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე პასუხი;
** დარბაზის ყოველდღიური მუშაობის გამართული პროცესის მონიტორინგი.

რას ველით შენგან:

** კომუნიკაბელურობას და დახვეწილ მეტყველებას;
** მომხმარებლების მიმართ ყურადღებიან და მეგობრულ დამოკიდებულებას;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარს;
** სალაროსთან მუშაობისა და საოფისე პროგრამების ცოდნა სასურველია;
** ინგლისურის საბაზისო/სალაპარაკო დონეს;
** (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას ანალოგიურ პოზიციაზე).

პირობები:

** ცვლადი გრაფიკი (დილის და საღამოს ცვლები);
** ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები);
** მდებარეობა: დიღომი, ამერიკის საელჩოს უკან, "მწვანე ალმასის" კომპლექსი.

ბონუსები:

** უფასო სავარჯიშო აბონემენტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სხვადასხვა ფასდაკლებები.

თუ გგონია, რომ ეს ადგილი შენთვისაა — გამოგვიგზავნე შენი CV: info@formatfit.ge (სათაურში მიუთითე პოზიცია).

მოდი ერთად შევქმნათ მეგობრული და ენერგიული გარემო!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მიმღების ადმინისტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...