ელექტრიკოსი

კომპანია: ელთი ბილდინგი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ხელფასი: 1400

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"იელთი ჯგუფი" და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სახელფასო განაკვეთი: 1400-1600

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტამენტებში არსებული ელექტრო და ელექტრონული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საწარმოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განათების, როზეტების, ელ. ძრავების მეთვალყურეობა;
** მოქმედი დანადგარების მექანიკური, ელექტრული გამართულობის უზრუნველყოფა;
** ელექტრული გაყვანილობების, აღჭურვილობის, მოწყობილობების განლაგება და მონტაჟი;
** ელექტრული აღჭურვილობის გაუმართაობის ამოცნობა და პრობლემის აღმოფხვრა;
** ავარიული შემთხვევების დროული ლიკვიდაცია;
** არსებული ელექტრო მოწყობილობების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის რეგულარული ინფორმირება დანადგარების მუშაობისა და შესაძლო სარემონტო აღჭურვილობების შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა;
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com. სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს