ბუღალტერ-ოპერატორი
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ადგილობრივი შესყიდვების პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების და სისტემატიზაციის უნარი.
** მიღებული ანგარიშ-ფაქტურების, ინვოისების, ხელშეკრულებების და მასთან გათანაბრებული საბუთების საფუძველზე პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და ელექტრონული ფორმით დაარქივება;
** მარაგების და ძირითადი საშუალებების ნაწილში შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე მიღებული ზედნადებების ყოველდღიური შედარება საბუღალტრო პროგრამაში არსებულ ინფორმაციასთან.
** მომწოდებლებთან პერიოდული შედარების აქტის გაფორმება და დაარქივება;
** ანგარიშ-ვალდებული პირების მიერ მოწოდებული საბუთების საფუძველზე ოპერაციების ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და მიღებული საბუთების დაარქივება;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამები (უმაღლესი დონე);
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@lucapolare.com-ზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "ბუღალტერ-ოპერატორი"-ის პოზიცია.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს