ტექნიკური კონსულტანტი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.
ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებს, წყლის ფილტრაციას, ქიმიურ დოზირებასა და დეზინფექციას.
ჩვენი მისიაა შევქმნათ საიმედო, ეფექტიანი და მარტივად სამართავი საინჟინრო სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის, კლიმატისა და უსაფრთხოების სფეროებში კვალიფიციურ მომსახურებას.
ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას ტექნიკური კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში
თანამდებობა/პოზიცია: ტექნიკური კონსულტანტი
პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 26/10/2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ტექნიკური მიმართულებით კონსულტირება
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად წყლის ტუმბოების შერჩევა;
** პარტნიორი ბრენდების პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** კლიენტისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ტექნიკური მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია AutoCAD, REVIT ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათავო ოფისი.
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსო ჯგუფის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს