ოფისისა და მოკლევადიანი პროექტების კოორდინატორი

კომპანია: ადლი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 27

დასრულების ვადა: Oct 26

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.

სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ: ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს ოფისისა და მოკლევადიანი პროექტების კოორდინატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ან ზარის გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
** კომპანიაში მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის ადმინისტრირება, შესაბამისად საფოსტო/საკურიერო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** დოკუმენტების პერიოდული დაარქივება;
** ოფისის/სამშენებლო ობიექტების და თანამშრომელთა მოსასვენებელი სივრცის საჭიროებების უზრუნველყოფა, ამასთანავე შესაბამისი სივრცეების სისუფთავის მონიტორინგი;
** თანამშრომელთა მოსვლა/წასვლისა და დაგვიანების სისტემის ადმინისტრირება და HR დეპარტამენტთან შესაბამისი რეპორტის წარმოება;
** თანამშრომლის ონბორდინგის პროცესში მონაწილეობის მიღება - ინფორმაციულ სამსახურთან კომუნიკაცია მეილის შესაქმნელად, ახალი თანამშრომლის სამუშაო სივრცის მოწყობა; შესაბამისი ტექნიკითა და საოფისე ნივთებით აღჭურვა; კორპორაციული ნომრის გააქტიურება და მასზე აღრიცხვიანობის პროცესის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შესაბამისად ჩამოთვლილი კუთხით ოფბორდინგში მონაწილეობა;
** მივლინებების ადმინისტრირება და სხვადასხვა დასაქმების პლატფორმიდან მიღებული ინვოისების სისტემატიზაცია;
** თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლება;
** მოკლევადიანი პროექტების კოორდინირება, რაც მოიცავს დამკვეთებთან ურთიერთობას და პირობების შეთანხმებას, დაკვეთის შესაბამისად, ინჟინრებთან და იურიდიულ დეპარტამენტთან კომუნიკაციას, შიდა პროგრამაში ინვოისების მართვას და ჩარიცხვების მონიტორინგს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ საქმიანობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნებისა და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ოფისისა და მოკლევადიანი პროექტების კოორდინატორი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 26 ოქტომბერი, 2025 წ.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოფისისა და მოკლევადიანი პროექტების კოორდინატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...