ონლაინ მიმართვების მენეჯერი

კომპანია: არდი დაზღვევა

გამოქვეყნების თარიღი: Sep 24

დასრულების ვადა: Oct 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მიმართვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N1;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ არხებით მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა 100, ექიმის დანიშნულების ფურცელი) განხილვა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება და მათი პროგრამულად დაფიქსირება;
** დაზღვეულთან კომუნიკაცია: ინფორმაციის მისაღებად, კლინიკასთან კომუნიკაცია, ექიმთან კომუნიკაცია ინფორმაციის დასაზუსტებლად;
** მიმართვების კლინიკისთვის მიწოდება;
** დაზღვეულის ინფორმირება დადებით შემთხვევაში სმს-ით, უარის შემთხვევაში სატელეფონო ზარით;
** დაზღვეულის მოთხოვნის შემთხვევაში, მასთან კომუნიკაცია და ხელახლა განმარტება მიღებული გადაწყვეტილების და ხელშეკრულების დეტალების;
** კვირის მანძილზე შემოსული რთული შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი ხელმძღვანელთან ერთად განხილვა.

განათლება:

** სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია სამკურნალო მიმართულებით);
** ინგლისური ენა B1-B2.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ონლაინ მიმართვების მენეჯერი".

ინფორმაცია კომპანიის შესახებ:

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ონლაინ მიმართვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...