ოთახის დიასახლისი

კომპანია: Golden Tulip Design Tbilisi

გამოქვეყნების თარიღი: Sep 24

დასრულების ვადა: Oct 20

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Golden Tulip Design Tbilisi" არის ბრენდული სასტუმრო, რომელიც გაიხსნა 2022 წლის ზაფხულში. სასტუმრო, Louvre Hotels Group-ის ნაწილია, რომელიც გლობალური მოთამაშეა საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში, პორტფელით მოიცავს 1700-ზე მეტ სასტუმროს 70 ქვეყანაში.

"Golden Tulip Design Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ოთახის დიასახლისის პოზიციაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს ოთახების დალაგება-დასუფთავება.
** სტუმრის მიერ დაკარგული ან დაზიანებული ნივთების აღმოჩენა და აღრიცხვა.
** სასტუმროს საცხოვრებელი სართულების ჰოლების დასუფთავება.
** საცხოვრებელ ოთახში ჭუჭყიანი თეთრეულის გამოცვლა.
** საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენება.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი

იმისათვის, რომ გახდეთ ჩვენი Golden Hospitality Team-ის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@goldentulipdesigntbilisi.com 2025 წლის 20 ოქტომბრამდე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება). გაცნობებთ, რომ გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოთახის დიასახლისი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...