მარკეტინგის მენეჯერი
"სიტყვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
"სიტყვის აკადემია" თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა მოზარდებისთვის, რომელიც 7-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენი ახალი პროექტი ემსახურება იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია მათთვის ჯანსაღი ფსიქო-სოციალური ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის.
ჩვენს შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://wordacademy.ge/
"სიტყვის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც წარმართავს ჩვენი აკადემიის მარკეტინგულ კამპანიებს და უზრუნველყოფს ბრენდის ზრდას.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება - აკადემიის საერთო მიზნებთან შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა (კამპანია+ბიუჯეტირება);
** ბაზრისა და აუდიტორიის სეგმენტაცია - მშობლების საჭიროებების, ბავშვების ინტერესებისა და ემიგრანტთა აუდიტორიის ანალიზი;
** კამპანიების მართვა - ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულების კოორდინაცია;
** SEO და ვებსაიტის ოპტიმიზაცია - ვებსაიტის შინაარსისა და სტრუქტურის გაუმჯობესება;
** ბრენდის ცნობადობის გაზრდა - ღონისძიებების, პრეს-რელიზების, მედია გამოშვებების მარკეტინგული მხარდაჭერა;
** ROI და KPI მონიტორინგი - კამპანიების შედეგების ანალიზი (რეგისტრაციები, გაყიდვები, ერთ მომხმარებელზე ხარჯი) და ანგარიშგება;
** საკომუნიკაციო მასალის კოორდინაცია - ბროშურები, ბანერები, სარეკლამო მასალა, რომლებიც სოც. მედია მენეჯერთან თანხვედრაში უნდა იყოს;
** Paid Ads - კოორდინაცია სპეციალისტთან, შედეგების მონიტორინგი;
** უზრუნველყოფს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას, აწარმოებს მოლაპარაკებებს, მართავს ერთობლივ კამპანიებსა და პროექტებს.
*ითავსებს სოც. მედია მენეჯერის ზედამხედველობას; სასურველია ჰქონდეს ფინანსური განათლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** სტრატეგიული ხედვა და ბიუჯეტირებისა და ანალიტიკის უნარები;
** SEO, Paid Ads და ვებ-ოპტიმიზაციის ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, იმუშაოთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე;
** პროფესიულ განვითარებასა და მუდმივ სწავლებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ჰიბრიდულ რეჟიმს;
** გუნდს, რომელიც აფასებს ინიციატივასა და ახალ იდეებს;
** რეალურ გავლენას კომპანიის სტრატეგიასა და ზრდაზე.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: info@wordacademy.ge.
Subject-ში მიუთითეთ: "სოციალური მედიის მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 ოქტომბერი, 2025 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
შენიშვნა: თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "სიტყვის აკადემიის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს