მზარეული

კომპანია: კაფე დარიჩინი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 22

დასრულების ვადა: Oct 22

ადგილმდებარეობა: თბილისი

"დარიჩინი" პირველი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დარიჩინის უგემრიელეს ფუნთუშებს. დარიჩინი 2020 წელს დაარსდა და ამჟამად თბილისში 3 ლოკაციაზეა წარმოდგენილი.

კაფე "დარიჩინში" ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე

მოვალეობები:

** კერძების დროულად და ხარისხიანად მომზადება რეცეპტურის მიხედვით;
** კერძების ხარისხზე და ვიზუალზე ზრუნვა;
** პროდუქტების მარაგის კონტროლი;
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;
** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საუზმის, ლანჩის და ბრანჩის მომზადება.

სამუშაო საათები: სრული.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cinnarollsbuns@gmail.com.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მზარეული

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...