ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილებ. ინჟინერი

კომპანია: ბათუმის საზღვაო ნავსადგური

გამოქვეყნების თარიღი: Sep 21

დასრულების ვადა: Oct 19

ადგილმდებარეობა: ბათუმი

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილების ინჟინერი.

კვალიფიკაციური მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება მშენებლობის, ჰიდროტექნიკის, საინჟინრო ნაგებობებისა ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება ინჟინერიის, სამშენებლო, საპროექტო სფეროში არანაკლებ 2 წ.

ცოდნა და უნარები:

** ნორმატიული დოკუმენტების, სტანდარტების და სამშენებლო ნორმების ცოდნა.
** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, CorelDRAW) ასევე საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel).
** ენები: რუსული ენის ფლობა (ზეპირი და წერილობით).
** დამატებითი მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებებთან მუშაობის გამოცდილება.

ვალდებულებები:

** სამუშაო ნახაზების, სქემების და კონსტრუქციული დოკუმენტაციის შემუშავება, პროექტირება და შეთანხმება.
** მშენებლობისა და პროექტირების ღირებულების შეფასება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი.
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება.
** საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა.
** ჰიდროტექნიკური ნაგებობების ხარისხისა და უსაფრთხოებას გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
** სანარდო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების შემოწმება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანობა.
** მაღალი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი.
** შეზღუდული დროის პირობებში დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.
** ორგანიზაციული უნარები, სამუშაო პროცესების დაგეგმარების ცოდნა.
** დეტალებისადმი ყურადღება და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/, ელ. მისამართზე: Kajaiam@batumiport.com. რეზიუმეს თანდართული უნდა ჰქონდეს პროფესიისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთებ

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილებ. ინჟინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...