წარმოების ოპერატორი

კომპანია: ლეგი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 21

დასრულების ვადა: Oct 19

ადგილმდებარეობა: თერჯოლა, ქუთაისი

შპს "ლეგი" დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე. საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას.

შპს "ლეგი" ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

შპს " ლეგი" აცხადებს შერჩევას ვიბროკომპრესირებული ბეტონის პროდუქციის წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თერჯოლა, სოფ. ნახშირღელე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო ტექნიკური განათლება.
** სასურველია უკრაინული ან რუსული ენის ცოდნა (სასწავლო პროცესისთვის).
** კომპანია უზრუნველყოფს: შესწავლაში დახმარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - წარმოების ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...