ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.
კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.
შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე:
სამუშაო დრო: დღის ცვლა, ცვლიანობის განრიგით, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ.11
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:
** ონლაინ რეჟიმში ჩართულ ვიდეო კამერებთან მუშაობის გამოცდილებით;
** ყურადღებიანს და დეტალებზე ორიენტირებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე უწყვეტი ვიდეო მონიტორინგის განხორციელება;
** თანამშრომლებისა და სტაჟიორების გადაადგილების და შინაგანაწესის შესაბამისად სამუშაო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** მომხმარებელთა/კლიენტთა (უცხო პირთა) შემოდინების და მათ გადამისამართების კონტროლი;
** კონფლიქტური სიტუაციების კონტროლი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე: 577 183 800
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 5 ოქტომბერი.
შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.
დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს