საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი

კომპანია: ონვეი დელივერი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 18

დასრულების ვადა: Oct 17

ადგილმდებარეობა: თბილისი

საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისში საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე, შემდეგ უბანში: საბურთალოს რაიონი (ნუცუბიძის პლატო და მიმდებარე ტერიტორიები) (კურიერი იმუშავებს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე)

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება

ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა (სასურველია ტევადი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება
** სასურველია თბილისის უბნების კარგი ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი: 10:00-17:00) (სამუშაო დრო ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კურიერის სისწრაფეზე)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჩაბარებაზე (კურიერის საშუალო ხელფასი შეადგენს 2000-2500)
** საწვავს სრულად ანაზღაურებს კომპანია

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@onway.delivery. ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: თბილისის კურიერი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საკუთარი ავტომობილით მოსიარულე კურიერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...