ოფისის მენეჯერი

კომპანია: Nexia Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Sep 18

დასრულების ვადა: Oct 17

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, მ. ალექსიძის N12, King David
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (09:30-18:30, ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება - 1500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარები.

მოვალეობები:

** კომპანიის თანამშრომლების მხარდაჭერა მათ ყოველდღიურ საქმიანობაში;
** შეხვედრების ორგანიზება, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტაზე და სხვა საკონტაქტო ინფორმაციაზე რეაგირება, გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტებთან და უკუკავშირის კონტროლი;
** კორესპონდენციის ადმინისტრირება და მართვა;
** თანამშრომელთა მივლინებების ორგანიზება;
** IT კომპანიასთან ურთიერთობა, შესაბამისი მომსახურების მიღება და კონტროლი;
** კომპანიისათვის საჭირო შესყიდვების განხორციელება.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოფისის მენეჯერი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოფისის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...