ფინანსური მენეჯერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ფინანსური მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური:
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიის ბიუჯეტის შედგენა, განახლება და პროგნოზების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური).
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, ტენდენციების დადგენა და რეკომენდაციების მომზადება მენეჯმენტისთვის.
** ფინანსური ანგარიშგებების (მოგება/ზარალი, ბალანსი, ქეშ ფლოუ) მომზადება და წარდგენა.
** ფაქტობრივი შედეგების შედარება ბიუჯეტთან და გეგმებთან, გადახრების მიზეზების გამოვლენა და ანალიზი.
** ფინანსური მოდელების შექმნა და ანალიზი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.
** ქეშ ფლოუს დაგეგმვა და მონიტორინგი, ლიკვიდობის მართვა.
** ფინანსური პროცესების გაუმჯობესება და ეფექტიანობის ამაღლება.
** ფინანსური ანგარიშგებებისა და ანალიზების მიწოდება შიდა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის.
** გუნდის მართვა და მისი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირება/ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა არის სავალდებულო;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1941
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს