სამშენებლო პროექტის ასისტენტი

კომპანია: Tempo Construction

გამოქვეყნების თარიღი: Sep 13

დასრულების ვადა: Oct 12

ადგილმდებარეობა: ბათუმი

"Tempo Construction" — სამშენებლო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ბათუმში და ახორციელებს ორ მიმდინარე პროექტს Queen`s Residence და Serenade by Tempo ბათუმის პრესტიჟულ უბანში ახალი ბულვარის მიმდებარედ.

ჩვენი გუნდი ეძებს სამშენებლო პროექტის ასისტენტს რომელიც აქტიურად ჩაერთვება სამშენებლო პროცესებში.

მდებარეობა: ბათუმი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითა მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერისა და ინჟინრების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** სამშენებლო გრაფიკებისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა და განახლება
** სამუშაო შეხვედრებისა და ანგარიშგების ორგანიზება
** მომწოდებლებთან, სუბკონტრაქტორებთან და შიდა გუნდთან კომუნიკაცია
** შესყიდვების მენეჯერისთვის მოთხოვნების გადაცემა და შესრულების მონიტორინგი
** სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის მიწოდების კონტროლი
** ანგარიშგების მომზადება პროექტის მიმდინარეობის შესახებ
** ყოველდღიური საოფისე/საველე დოკუმენტაციის (აქტები, ხელშეკრულებები, სიის წარმოება) მართვა

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერია, არქიტექტურა ან მენეჯმენტი)
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ან პროექტების მართვის სფეროში
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, სასურველია AutoCAD, Project Management software)
** კარგი კომუნიკაციის უნარები ქართულად, ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** პროფესიონალური განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობები
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: construction@tempoholding.ge. სათაურში მიუთითეთ: "პროექტის მენეჯერის ასისტენტი"

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელეტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.

"ტემპო ქონსთრაქშენი" გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამშენებლო პროექტის ასისტენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...