მძღოლი-კურიერი - კომბოს ტიპის ავტომობილი

კომპანია: იზივეი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 13

დასრულების ვადა: Oct 13

ხელფასი: 1400

ადგილმდებარეობა: თბილისი

ლოჯისტიკური და საკურიერო ტიპის კომპანია შპს "იზივეი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე კომბოს ტიპის ავტომობილზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1100-1400;
** გრაფიკი: 10:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი 64.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტომობილის მართვა და ამანათების მიწოდება ჩვენს მომხმარებლებამდე;
** თბილისის ქუჩების ზედმიწევნით ცოდნა;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა.

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** არსებული ტვირთის უსაფრთხოდ და დაუზიანებლად მიტანა მომხმარებლებამდე;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა).

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა და ენერგიულობა ძირითადი მოთხოვნაა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: პირველი ეტაპი იქნება სატელეფონო გასაუბრება, ხოლო მეორე ეტაპზე ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/76ad14a27d4a53e91e4f7fcd40bbb466

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მძღოლი-კურიერი - კომბოს ტიპის ავტომობილი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...