ბუღალტერი
საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია "Ecovis Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ბუღალტერიის დეპარტამენტში.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (მნიშვნელოვანია ექსელის ფლობა მაღალ დონეზე);
** სასურველია პროგრამა ბალანსის ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო პირობებს;
** კონკურენტუნარიან და წამახალისებელ სახელფასო განაკვეთს;
** კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რისი მეშვეობითაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გააძლიეროთ თქვენი უნარები და გაიღრმაოთ თქვენი ცოდნა;
** პროფესიული სწავლების დაფინანსებას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ინტელექტუალური აქტივობების დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაცია:
** ძირითადი სამუშაო ადგილი: თბილისი, აფაქიძის ქ. №5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი)
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროს ოპერაციების წარმოება (შემოსავლის და გასავლის ორდერების შედგენა/გატარება);
** საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა;
** ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება-გამოწერა;
** ანგარიშფაქტურების მოთხოვნა;
** სხვა მარტივი ინფორმაციული მონაცემების ამოღება და დამუშავება;
** საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარების აქტების მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით;
** განაცემთა დეკლარაციისათვის მონაცემების მომზადება;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული მისი პოზიციის შესაბამისი დავალების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში დამკვეთი კომპანიის წარმომადგენელთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ვალდებულებების განხორციელება;
** პოზიციასთან დაკავშირებული უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელის წინაშე.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://www.ecovis.ge
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში არაუმეტეს 1 წლის ვადით და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge.
"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გმობს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს