შეკვეთების ადმინისტრატორი

კომპანია: იაპონური რესტორანი ვასაბი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 11

დასრულების ვადა: Oct 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

იაპონური რესტორანი "Wasabi-ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა, ენერგიულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა

გამოცდილების არ მქონე პირებისთვის განიხილება ადგილზე შესწავლა და წარმატებულად თავის გართმევის შემთხვევაში დასაქმება.

მოვალეობები:

** ვოლტის აპლიკაციიდან შეკვეთების მიღება და პროგრამაში დადასტურება.
** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებით.
** ამ სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

კომპანია გთავაზობთ:მეგობრულ გუნდში მუშაობას, განვითარების პერსპექტივას, კვებას, სახლამდე ტრანსპორტირებას.

გრაფიკი: 12:00-23:00. 2/2-ზე
ხელფასი: 75 ლარი სამუშაო დღე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ СV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე info@wasabi.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - შეკვეთების ადმინისტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...