სუში და ცხელების მზარეული

კომპანია: იაპონური რესტორანი ვასაბი

გამოქვეყნების თარიღი: Sep 11

დასრულების ვადა: Oct 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

იაპონური რესტორანი "ვასაბი" აცხადებს ვაკანსიას სუში და ცხელების მზარეულის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კარიერულ განვითარებას;
** აზიური სამზარეულოს მაღალ დონეზე შესწავლის შესაძლებლობას.

ამ ეტაპზე ვეძებთ როგორც გამოცდილ, ისე გამოუცდელ (სწავლის და დასაქმების პერსპექტივით) მზარეულებს, ცხელების და სუშის მიმართულებით.

პირობები:

** გრაფიკი: 12:00-23:00; 14:00-23:00. 4-2-ზე. 40 საათი, 1 საათი ოფიციალური შესვენება;
** ანაზღაურება: 80-95 ლარი დღეში (გამოცდილების შესაბამისად)მზარდი სახელფასო პროექტი;
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სუში და ცხელების მზარეული

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...