ბუღალტერი
სწრაფი კვების ობიექტების ქსელი "ფრაიდეი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. (აუთსორსი)
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** შემოსავლებისა და ხარჯების პროგრამული ასახვა;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანებების სისწორის კონტროლი და შედარებების წარმოება;
** საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად პროცესების გამართვა, რეგულარული ანგარიშგებების/დეკლარაციების დროულად და ხარისხიანად მომზადების უზრუნველყოფა;
** სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ბუღალტერიის სამსახურში არსებული სხვა დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა FINA- ში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კვების სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებს
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო არის დისტანციური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე info@fryday.ge. სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს