გაყიდვების შემდგომი მომსახურების ოპერატორი

კომპანია: iSupport

გამოქვეყნების თარიღი: Sep 11

დასრულების ვადა: Oct 10

ხელფასი: 1380

ადგილმდებარეობა: თბილისი

"iSupport | Apple Authorised Service Provider" აცხადებს გაყიდვების შემდგომი მომსახურების ოპერატორის ვაკანსიას

თუ ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი და გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურებაში, ეს პოზიცია შენთვისაა!

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას საერთაშორისო ორგანიზაციაში
** მუშაობას Apple-ის ოფიციალურ პარტნიორთან
** წვდომას Apple-ის უნიკალურ სასწავლო პლატფორმასთან
** თანამედროვე და ინოვაციურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათთვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
** დეფექტური პროდუქტების მიღება და სერვისის პროცესის მართვა
** პარტნიორ მაღაზიებთან ეფექტური კომუნიკაცია
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევა
** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების გაყიდვა
** პროდუქციის სერვისული მომსახურების სისტემური მართვა
** მუშაობა Apple-ის და 1C სისტემებში

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე)

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** მდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: 1380 GEL (Gross) + ბონუსური სისტემა (3 თვის შემდეგ)

თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების შემდგომი მომსახურების ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...