პიცის მცხობელი

კომპანია: კაფე-რესტორანი სტრადა

გამოქვეყნების თარიღი: Aug 16

დასრულების ვადა: Sep 15

ადგილმდებარეობა: თბილისი

რესტორნების ქსელი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე

რესტორნების ქსელი "სტრადა" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზრზე. "სტრადა"-ს მენიუში შეხვდებით ევროპული და აზიური სამზარეულოს კერძებს, რომლებიც შექმნილია შეფ-მზარეულების საერთაშორისო გუნდის მიერ. ჩვენთან წარმოდგენილი ყველა კერძი, მზადდება მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: https://www.stradacafe.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
** სასურველია მზარეულის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით საცხობი ნახევარფაბრიკატების მომზადება/დამუშავება;
** პიცის დროული მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** მის პასუხისმგებლობაში არსებული პროდუქციის კალკულაციის დათვლა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "პიცის მცხობელი"

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პიცის მცხობელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...