მზარეულის დამხმარე

კომპანია: წერტი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 16

დასრულების ვადა: Sep 16

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

"წერტი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე ქ. თბილისში (ლოკაცია - საბურთალო, ყაზბეგის გამზირი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაგეგმილი სამზარეულო პროცესების შესრულება;
** დადგენილი კალკულაციების ზედმიწევნით დაცვა;
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** ზოგადი ჰიგიენური ნორმებისა და დისციპლინის დაცვა;
** სპეციალური ჟურნალებისა და ჩეკლისტების შევსება.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** სასურველია მზარეულად ან მზარეულის დამხმარედ მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კულინარიის სიყვარული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი - 1000 ლარი;
** გრაფიკი - კვირაში 5 დღე (08:00-17:00);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

* თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მზარეულის დამხმარე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...