ბუღალტერ-ოპერატორი

კომპანია: ისეკო

გამოქვეყნების თარიღი: Aug 16

დასრულების ვადა: Sep 16

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ISEKO" არის ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია რკინისა და ფოლადის მასალების წარმოებაში და რეალიზაციაში. კომპანია დაარსდა 2010 წელს და მდებარეობს თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე, სადაც 6000 მ² ფართობზე განლაგებული საწარმოო ობიექტი ფუნქციონირებს.

"ISEKO"-ს საწარმოო პროცესი ეფუძნება თანამედროვე ევროპულ ტექნოლოგიებსა და ხარისხის მართვის სისტემებს. კომპანია ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს და ევროსტანდარტების მიხედვით წარმოების უფლებას EN 10219 სპეციფიკაციით.

ამჟამად, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული შესყიდვების და გაყიდვების ზედნადების მართვა;
** შესყიდვების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების გატარება;
** დებიტორების რეპორტი და მართვა;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციისა და თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** შემოსავლების სამსახურის საიტზე RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა BALNACE-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თვითგანვითარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდას;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@iseko.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ბუღალტერ-ოპერატორი. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტერ-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...