უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი

კომპანია: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 13

დასრულების ვადა: Sep 13

ადგილმდებარეობა: თბილისი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** საბონუსე სქემას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალების ანალიზი, პროექტის მოთხოვნის დოკუმენტირება;
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება და მასზე დაყრდნობით პროექტის შესრულების ოპტიმალური გეგმის შემუშავება IT დეველოპერებთან მოლაპარაკების გზით;
** IT პროექტის, როგორც ტექნიკური დეტალური დავალების, ასევე ბიზნეს დოკუმენტის შედგენა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** შეთანხმებული დავალების და მისი პუნქტების აღრიცხვა დოკუმენტურად და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში დარეგისტრირება;
** პროექტის თითოეული დაკავშირებული მხარის მოლოდინების მართვა, მათი ინტერესების დაბალანსება, მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; კვირაში 40 საათი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

ირაო გისურვებთ წარმატებას!

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...