უფროსი ექთანი

კომპანია: ნიუ ჰოსპიტალსი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 13

დასრულების ვადა: Sep 13

ადგილმდებარეობა: თბილისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექთნის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** საოპერაციო ბლოკში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
** ინფექციების პრევენციისა და კონტროლის დაცვის ღონისძიებების გატარება;
** პაციენტის მოვლის საშუალებებისა და სხვა რესურსების საჭირო რაოდენობის უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მოძრაობის მართვა და კონტროლი;
** საექთნო სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების მონიტორინგი;
** ანგარიშის მომზადება მენეჯმენტისთვის.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 13.09.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უფროსი ექთანი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...