მთავარი ბუღალტერი
"Aptos" ესთეტიკური მედიცინის და სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი ქართული კომპანიაა. "Aptos"-ის ისტორია 1996 წელს იწყება: პლასტიკურმა ქირურგმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. სწორედ ქართულ კომპანიას ეკუთვნის პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია კოსმეტიკურ ძაფზე ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.
გარდა ამისა, "Aptos" გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას აძლევს. ამჟამად პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 2021 წლიდან კი Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://aptos.global/
კომპანია "აპტოსი" ეძებს მთავარ ბუღალტერს
სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის 15;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ჩვენ გთავაზობთ: კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სსიპ შემოსავლების სამსახურთან, აუდიტორებთან და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტთან ურთიერთობა;
** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და გადაგზავნა;
** სტატისტიკის ფორმების მომზადება და გადაგზავნა;
** ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაცია აუდიტთან, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად;
** ექსპორტირებული და ადგილობრივი რეალიზაციის წარმოება, დღგს გამიჯვნა;
** არარეზიდენტის მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული უზრუნველყოფა და გადასახადების დარიცხვა;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მათთან შედარება;
** იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშება და პროგრამული უზრუნველყოფა;
საქონლის ბუღალტრული ნაშთების შედარება ფაქტიურ ნაშთებთან;
** საწვავის ფაქტურების, მოძრაობის საგზურების გადამოწმება, გაანგარიშება და გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
** სალაროს ჩეკებით, ტერმინალით ჩგდ-თი განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა და ზედამხედველობა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
აუცილებელი განათლება და გამოცდილება:
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, 12 სექტემბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aptos.ge
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მთავარი ბუღალტერი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოსის" ან შპს "აპტოსის" უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს