გრილის მზარეული
"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ, რესტორან წისქვილში გვაქვს გრილის მზარეულის პოზიცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები
ძირითადი მოვალეობები:
** მენიუში არსებული გრილის კერძების მომზადება, განსაზღვრული კალკულაციების შესაბამისად.
** სამუშაო დღის დაწყებისას გრილის კერძების სოუსების წინასწარ მომზადება, განსაზღვრული რეცეპტების შესაბამისად.
** პროდუქციის მარაგების კონტროლი.
** არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი.
** კომპანიაში დანერგილი HACCP სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გრილის მზარეულის ან/და მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე : 591 252220
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს