მოლარე-გამყიდველი

კომპანია: Leonidas Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Aug 12

დასრულების ვადა: Aug 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

Leonidas Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-გამყიდველის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს, 11:00 - 21:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (800 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი

ჩვენს შესახებ:

Leonidas - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.

Leonidas Georgia ამაყად წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს, მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

** მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მომხმარებელთა საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება
** სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი
** მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
** გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
** სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
** არის დეტალებზე ორიენტირებული და ზუსტი სალარო ოპერაციებში
** მოლარედ ან კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (800 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას

თუ გსურს გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 აგვისტო.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით 30 აგვისტოს შემდეგ
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე-გამყიდველი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...