ოფისის მენეჯერი

კომპანია: ვიკონ გრუპი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 10

დასრულების ვადა: Sep 09

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ვიკონ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზ.
შესვენება: 13:00-14:00

სამუშაოს აღწერა:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და კოორდინაცია შესაბამის პასუხისმგებელ პირთან;
** ოფისისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის შეძენა და მარაგების მონიტორინგი;
** ოფისის გამართულად ფუნქციონირების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მათ შორის ტექნიკურ და დასუფთავების საკითხებთან მიმართებით;
** დღის განმავლობაში სტუმრების დახვედრა;
** პროგრამა self.hr-ში მუშაობა (გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში გადამზადებას კომპანია უზრუნველყოფს);
** კორესპონდენციის წარმოება - გასული/შემოსული წერილების აღრიცხვა;
** მონაწილეობა დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მათი სორტირება და დახარისხება, დასკანერებული დოკუმენტის სპეციალურ პროგრამაში ატვირთვა;
** მოთხოვნის მიხედვით, დოკუმენტების მოძიება, მათი საჭიროებისამებრ დასკანერება და დროულად მიწოდება;
** მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Mail, Internet) ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად..
** მოწესრიგებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

პიროვნული უნარები:

** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@vikon.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოფისის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...