გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი, კორპ. გაყიდვების მენეჯერი
"წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA) არის პირველი უნიკალური სივრცე საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქართულ ბიზნესებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნესს ასოციაციებს, ერთ სივრცეში. ამჟამად ასოციაცია აერთიანებს 600-მდე კომპანიას (თუმცა ყოველთვიურად ხდება ბიზნესების გაერთიანება ასოციაციაში) და წარმოადგენს, ერთ-ერთ დიდ ბიზნეს ასოციაციას.
ასოციაციის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/geobusinessnewssgba
ბიზნეს ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** პოტენციური და არსებული კომპანიების ბაზების ფორმირება და ანალიზი;
** კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს პროცესის ყოველდღიური რეპორტინგი, მენეჯმენტთან;
** გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** უცხო ენების ცოდნა. პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენები;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მიზანდასახული;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: bmm.vacancy@gmail.com. გთხოვთ დანიშნულებაში მიუწერეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი".
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ ასოციაციამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დედლაინი: 01/09/2025
----------------------------------------------
"SGBA" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების ორგანიზება და კომპანიის პროდუქციის წარდგენა;
** პოტენციურ კლიენტებთან თანამშრომლობა და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** გაყიდვების პროცესების მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველდღიური რეპორტინგი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია გაყიდვების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS საოფისე პროგრამები); ** უცხო ენების ცოდნა. პრიორიტეტულია ინგლისური ენა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილება;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: bmm.vacancy@gmail.com. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ ასოციაციამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დედლაინი: 01/09/2025
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს