ფილიალის ასისტენტ მენეჯერი

კომპანია: კაბა

გამოქვეყნების თარიღი: Aug 08

დასრულების ვადა: Sep 08

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"კაბა" არის ქართული ბრენდი, რომელიც 20 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია წარმოადგენს საწარმოს და მაღაზიათა ქსელს.

"კაბა" აცხადებს ფილიალის ასისტენტ მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

მაღაზიის მენეჯერი უზრუნველყოფს დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებას, ახორციელებს საცალო ვაჭრობის მართვას, რაც გამოიხატება გაყიდვების ოდენობისა და მუდმივი მომხმარებლის რაოდენობაში;
** მაღაზიის მართვა;
** პერსონალის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
** პროგრამის და რეალური მოცემულობის სისტემატური კონტროლი.

მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები.

სახელფასო დიაპაზონი: 1300-1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: office@kabaofficial.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფილიალის ასისტენტ მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...