წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწე

კომპანია: სანდომი

გამოქვეყნების თარიღი: May 10

დასრულების ვადა: Jun 09

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ვასაძის პურის" ბრენდი "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00-18:00 (ორშაბათი-შაბათი);
სამუშაო ადგილი: ქვ. ფონიჭალა. ცოტნე დადიანის 1-ლი შესახვევი, N6;
ანაზღაურება: 1500 ლარი (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).

ფუნქცია/მოვალეობები:

** საწარმოო პროცესის სრული ციკლის საათობრივი მონიტორინგი;
** საწყობში ნედლეულისა და დამხმარე მასალების აღრიცხვა/აღწერა;
** სახელფასო უწყისების მომზადება, კერძოდ, საწარმოს თანამშრომლების გამომუშავებული ანაზღაურების დათვლა;
** საწარმოო პროცესის დაგეგმვაში (მათ შორის ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით) მონაწილეობის მიღება;
** საწარმოო პროცესის მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება და განხორციელება პრაქტიკაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება, სასურველია, წარმოების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excell-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** დაგეგმარებისა და ანალიტიკის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიტპასსა და კორპორატიულ დაზღვევას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას,

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: sandomi.career@gmail.com და აუციებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს